Saturday, November 21, 2009

გამოსხივების გამოყენება დიაგნოსტიკაში

1. პროექტის სახელი: გამოსხივების გამოყენება დიაგნოსტიკაში
2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას რადიაციის შესახებ,ასევე მოიპოვებენ ინფორმაციას გამოსხივებსის ზემოქმედების დადებით და უარყოფით შედეგებზე და რაც მთავარია მის გამოყენებას დიაგნოსტიკაში.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას ალფა-, ბეტა, გამა- გამოსხივების თავისებურებებისა და გამოყენების შესახებ. მონაცემებს წარმოადგენენ ცხრილის სახით.
* სკოლაში მოსწავლეთა ერთი ჯგუფი აწარმოებს კვლევას რენტგენით დიაგნოსტიკის შესახებ .
* როგორია რენტგენით სარგებლობის ასაკობრივი და სოციალური ჯგუფი.
* მოსწავლეთა მეორე ჯგუფი ეწვევა სამკურნალო დაწესებულებებს. დაათვალიერებენ რენტგენის კაბინეტს, აიღებენ ინტერვიუს რომელიმე სამედიცინო მუშაკისაგან: რომელი რადიონუკლიდები გამოიყენება სამკურნალოდ და რა პრინციპს ემყარება მათი გამოყენება.
* როგორია საქართველოში რენტგენით სარგებლობის სტატისტიკური მონაცემები.
* რამდენად ეფექტურია რენტგენით სარგებლობა.
* რა დამანგრეველი ზემოქმედება აქვს რენტგენს.
* არსებობს თუ არა ალტერნატივა რენტგენით სარგებლობის.
4. მონაწილეთა ასაკი: მე-9, მე-12 კლასები
5. ვადები/ხანგრძლივობა: სამი თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები ლიტერატურის და ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ ინფორმაციას გამოსხივების შესახებ, შექმნიან სლაიდებს, ცალცალკე გააკეთებენ გამოსხივების დადებითი და უარყოფითი შედეგების ამსახველი სურათების გალერეას. გამოიკვლევენ რამდენად რადიოაქტიურია ყოველდღიურ ცხოვრებაში ფართოდ გამოყენებული ნივთიერებები: შაქარი, მარილი, სიგარეტში შემავალი თუთუნის ფხვნილი, სიგარეტის ფერფლი, ქვიშა და სხვა?
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას: მოსწავლეები ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას,გამოუმუშავდებათ ინტერნეტში მასალების მოძიების, კვლევის უნარი, ინტერვიუს აღების ჩვევები, სტატისტიკური მონაცემების შესაბამისი დიაგრამების და ცხრილების აგების უნარი.
8. სარგებელი სხვებისთვის: მკითხველი გაეცნობა სასარგებლო რჩევებს, თუ რა სიხშირით შეიძლება და რა ასაკიდან რენტგენის გამოყენება. გაეცნობიან გამოსხივებას როგორც მტერს და როგორც მოკეთეს. ადამიანები ქუჩიდან სახლში არ შეიტანენ უცხო ნივთს უსაფრთხოების სერთიფიკატის გარეშე. შიძენენ საყოფაცხოვრებო დოზიმეტრს, რომელიც ამცნობთ გამოსხივების საშიშროებას, აგრეთვე კომპიუტერის შეძენის დროს მოითხოვენ უსაფრთხოების სერთიფიკატს.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: მხოლოდ 117-ე სკოლის მოსწავლეები
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქიმია:
* ინფორმაცია ატომის აღნაგობის განვითარების შესახებ
* კვანტური რიცხვების გამოყენებით ატომთა ელექტრონული ფორმულების ჩაწერა
* ბუნებრივი და ხელოვნური რადიაქტიულობებს შორის განსხვავება
* სიმბოლოების გამოყენებით ბირთვული რეაქციების ჩაწერა
* მსჯელობა ატომური ერის რისკსა და სარგებლობაზე
ფიზიკა:
*გაეცნობიან სხვადასხვა აპარატურას რომელიც გამოიყენება დოაგნოსტიკაში.
*ბიოლოგია და მედიცინა-ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა დაავადების კვლევა რენტგენის სხივებით.
12. პროექტის ფასილიტატორი: ნინელი ფოლადაშვილი
13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: foladashvili@gmail.com
14. პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ.გვერდი/ბლოგი: foladashvili.blogspot.com

No comments:

Post a Comment